17/20 სისტემა: როგორ იკლებენ წონაში ჰოლივუდში მკაცრი შეზღუდვებისა და კალორიების დათვლის გარეშე - Marao

17/20 სისტემა: როგორ იკლებენ წონაში ჰოლივუდში მკაცრი შეზღუდვებისა და კალორიების დათვლის გარეშე

2023-07-15 17:33:58+04:00

მაგნუს ლიგდბეკი პირადი მწვრთნელი და დიეტოლოგია, რომელიც ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ ვარსკვლავებს იდეალური სხეულის მიღებაში ეხმარება. მის კლიენტებს შორის არიან - ალისია ვიკანდერი, გალ გადოტი, ბენ აფლეკი, კეტი პერი და ჰარი სტაილსი.

17/20 კვების  სქემა ძალიან მარტივია და არ გულისხმობს კალორიების კომპლექსურ დათვლას, კვების აკრძალვას და ვარჯიშის დამქანცველ საათებს. 20 კვებიდან 17 უნდა იყოს ჯანსაღი და დაბალანსებული, ხოლო დანარჩენ სამის შემთხვევაში შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი საყვარელი კერძებით.

სისტემის დამფუძნებელი განმარტავს: იდეალურ შემთხვევაში, კვება უნდა შედგებოდეს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების კარგი წყაროსგან, ასევე ბოსტნეულისგან. 

დილით და განსაკუთრებით ვარჯიშის წინ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს, მაგალითად, შვრიას, ბრინჯს, მთლიან მარცვლოვან პურს ან კარტოფილს.