"აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია... იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში... მისი ბოლო თხოვნა ეს იყო და, იქნებ, ახლა მაინც შეუსრულოთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მარიკუნა მიქატაძის შესახებ - Marao

"აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია... იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში... მისი ბოლო თხოვნა ეს იყო და, იქნებ, ახლა მაინც შეუსრულოთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მარიკუნა მიქატაძის შესახებ

2023-07-15 11:41:10+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელსი წერს. ნანუკა აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე არაერთი ჭორი ვრცელდება: 

„ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე. ჭორები, მისი ცხოვრების ქექვა, გარჩევა იყო მისი მთავარი კარმა, რასაც ისე გაექცა, ისე გაექცა…

საბერძნეთის პოლიცია არკვევს ნამდვილ მიზეზს. ექსპერტიზის პასუხია მთავარი, რასაც ელოდებიან მეგობრები. ამიტომ, აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია.

მართალია მხოლოდ ის, რომ მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანმა მარიკუნა მიქატაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ერთ-ერთი ბოლო პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც გარდაცვლილი წერდა: "სანამ ჩემს განსჯას დაიწყებთ, იცხოვრეთ ჩემი ცხოვრებით და თუ იმდენს შეძლებთ, რამდენიც მე შევძელი, მიხვდებით, რა ძლიერი ვარ". 

"მისი ბოლო თხოვნა ეს იყო და იქნებ ახლა მაინც შეუსრულოთ" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის შვილი, 39 წლის მარიკუნა მიქატაძე საბერძნეთში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფრომაცია სოციალური ქსელით დღეს გავრცელდა. მარიკუნას ერთი შვილი, ირინა დარჩა.