2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე 1991 წელს დაქორწინდნენ და ოთხი შვილი ჰყავთ - უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე.
მშობლების მსგავსად, გვანცა და უტა საჯაროდ თითქმის არასდროს ჩნდებიან, ბერა და ცოტნე კი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან. ბერა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ მოდელ ნანუკა გუდავაძეზე იქორწინა, მათ უკვე ორი შვილი ჰყავთ და საქართველოში არ ცხოვრობენ. ცოტნე კი ვარჯიშითაა გატაცებული და ხშირად აქვეყნებს სამოტივაციო ვიდეოებს. გარდა ვარჯიშისა, ის ფოტოგრაფიითა და ხატვითაა დაკავებული და მისი ნამუშევრები ხშირად დიდ მოწონებას იმსახურებს.
ამჯერად საკუთარ გვერდზე ოჯახურ კადრებს სწორედ ცოტნე ივანიშვილი აქვეყნებს. მშობლებთან ერთად გადაღებული ფოტოებით ის მეგობრებს დაბადების დღის მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის.