"აი, ბეჭედი... ჯერ არავინ იცის და ახლა ვიტყვი, მია უკვე ჩემი ცოლია, ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, დამეხმარა, რომ საკუთარი თავი ისევ მეპოვა" - ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის სიყვარულის ისტორია - Marao
ბოლო დროს საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო მეტს საუბრობენ ახალგაზრდა ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილზე, რომელმაც საქართველოსა და ნიდერლანდების გუშინდელ დაპირისპირებაში თავი გამოიჩინა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველია. 2017 წელს გახდა ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით. 2022 წლიდან ირიცხება "დინამო ბათუმში". 2022 წლის 30 აგვისტოს ერთწლიანი იჯარით გადავიდა ფრანგულ კლუბ "ბორდოში".
ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში, პროფესიულ წარმატებასთან ერთად, ხშირად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდანაც. ზურიკოს რჩეული უმშვენიერესი მია გზირიშვილია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია.
ამჯერად ზურიკო დავითაშვილმა რჩეულის, მია გზირიშვილის შესახებ Geoteam-თან ინტერვიუში ისაუბრა:
"დაოჯახების შესახებ ბევრი კითხვა იყო. ჯერ არავინ იცის, ახლა ვიტყვი, რომ მია უკვე ჩემი ცოლია. აი, ბეჭედი, დამადასტურებელი. უკვე შევქმენი ოჯახი. მია გავიცანი ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის დახმარებით. ერთი თვის მანძილზე, როცა ყაზანში ვიყავი, მაშინ გავიცანი მია, სოციალურ ქსელში შედგა ჩვენი საუბრები. მია საოცარი გოგოა, ვინც იცნობს, ყველა ხვდება ამას. ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ყველანაირად დამეხმარა ფეხბურთში, ორი წლის განმავლობაში დაკარგული ვიყავი და დამეხმარა, რომ ისევ მეპოვა და დამებრუნებინა ჩემი თავი, ყველაზე დიდი როლი მას მიუძღვის. სიტყვებით რთულია, გამოვხატო მის მიმართ ჩემი სიყვარული. 2 წელია, რაც ვიცნობ და წელიწად-ნახევარია, რაც ერთად ვართ" - თქვა ზურიკო დავითაშვილმა.