„ამ ქვეყანაში ცუდად უნდა იყო ან აღარ უნდა იყო, ვინმეს რომ უყვარდე... ასე დამთავრდა ერთი ძალიან უბედური, მაგრამ ყველაზე კეთილი გოგოს სევდიანი ცხოვრება." - რას წერს ნინი ქარსელაძე მარიკუნა მიქატაძის შესახებ - Marao

„ამ ქვეყანაში ცუდად უნდა იყო ან აღარ უნდა იყო, ვინმეს რომ უყვარდე... ასე დამთავრდა ერთი ძალიან უბედური, მაგრამ ყველაზე კეთილი გოგოს სევდიანი ცხოვრება." - რას წერს ნინი ქარსელაძე მარიკუნა მიქატაძის შესახებ

2023-07-17 10:42:31+04:00

მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილის, მარიკუნა მიქატაძის მოულოდნელ გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები გამოეხმაურნენ. მათ შორის იყო მარიკუნას ერთადერთი ქალიშვილი, ირინა ქიქოძე და ძმა, უმცროსი გია ფერაძე.

იხილეთ ასევე: "ჩემი მეგობარი, ჩემი და და ჩემი იმედი" - მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის ფოტოებს აქვეყნებს

გია ფერაძის შვილების, უმცროსი გია ფერაძისა და მარიკუნა მიქატაძის ფოტოები და და-ძმის გაცნობის ისტორია

მარიკუნა მიქატაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მომღერალმა ნინი ქარსელაძემაც:

„ამ ქვეყანაში ცუდად უნდა იყო ან აღარ უნდა იყო, ვინმეს რომ უყვარდე... აქ მაშინ გეძლევა ბედნიერების უფლება, თუ უბედური ხარ... მარიკუნაც კიდევ ერთი მაგალითია ამ ყველაფრის. ახლა ბევრ ჭორს გაავრცელებს გაბოროტებული ბრბო, რეალობა და სიმართლე კი ერთია - ეს ძალიან კარგი ხასიათის, უბოროტო გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გადაიჩეხა და მორჩა.

ასე დამთავრდა ერთი ძალიან უბედური, მაგრამ ყველაზე კეთილი გოგოს სევდიანი ცხოვრება. ასე ხდება, როცა ირგვლივ კეთილგანწყობის კრიზისია, როდესაც ემპათია თვლემს... ბოდიშს გიხდი ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ეგ ტკივილით სავსე გული კიდევ ასმაგად გატკინა“ - წერს ნინი ქარსელაძე.

მარიკუნა მიქატაძე ფია ფერაძისა და ირინა მიქატაძის შვილი იყო. მარიკუნა რამდენიმე თვის იყო, როცა მამის მიერ გასროლილმა ტყვიამ დედა მოუკლა. ამ ამბავმა მაშინ მთელი საქართველო შეძრა. მარიკუნა ბებიასა და ბაბუასთან გაიზარდა.