ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ ყოველდღიურობას გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ანიტა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მძიმე რამდენიმე წელიწადი ჰქონდა:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო! დიდი ხანია, არაფერი დამიწერია, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი ავად და ურთულესი რამდენიმე წელიწადი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობა უარესდებოდა და ვცდილობდი, დავრჩენილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პატარა ანგელოზისთვის, ოპერისა და იმ სიყვარულისთვის, რაც იმისთვის მაქვს, რასაც ვაკეთებ. ივნისის ბოლოს გაჩერება მომიწია, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდის ზედამხედველობით გავდივარ მკურნალობას და ძალიან მალე დავუბრუნდები სცენას!..“ - წერს ანიტა რაჭველიშვილი.