ბრედ პიტი ერთ-ერთი იყო უამრავ ცნობილ სახესა და სამეფო ოჯახის წევრებს შორის, რომელიც კვირას უიმბლდონის ტურნირის ფინალს დაესწრო.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ცენტრალურ კორტზე იმყოფებოდა და ნოვაკ ჯოკოვიჩისა და კარლოს ალკარასის ხუთმატჩიან დაპირისპირებას დაესწრო. მატჩი 20 წლის ალკარასის გამარჯვებით დასრულდა. ესპანელი ჩოგბურთელისთვის ეს ამ ტურნირზე პირველი გამარჯვება იყო.
პიტი თამაშს ცისფერ პიჯაკსა და პოლოს მაისურში დაესწრო. მისი ემოციები პაპარაცებმა დააფიქსირეს. ბოლო დროს ბრედ პიტის გამოჩენა განსაკუთრებით იწვევს საზოგადოების აღფრთოვანებას. აღნიშნავენ, რომ 59 წლის მსახიობი წარმოუდგენლად კარგად გამოიყურება.

ბრედ პიტთან ერთად თამაშს გაი რიჩი, ემა ვოთსონი, ენდრიუ გარფილდი, ჰიუ ჯეკმანი, ქეით მიდლტონი ოჯახთან ერთად და სხვა ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.
