"ეს მარიკუნა მიქატაძეა.
გია ფერაძის შვილი, რომელმაც მთელი ცხოვრება ობოლმა იცხოვრა, გაიარა უამრავი სირთულე, მაგრამ ერთი წუთით არ გაბოროტდა. ბოლომდე ადამიანად დარჩა.
მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა" - წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი და წლების წინ მარიკუნა მიქატაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 39 წლის ასაკში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.