ისტორია კაცისა, რომელმაც გაყიდა ყველაფერი, იყიდა ველოსიპედი და ინდოეთიდან შვედეთამდე 10 000 კილომეტრი გაიარა, რომ საყვარელ ქალზე ექორწინა - Marao

ისტორია კაცისა, რომელმაც გაყიდა ყველაფერი, იყიდა ველოსიპედი და ინდოეთიდან შვედეთამდე 10 000 კილომეტრი გაიარა, რომ საყვარელ ქალზე ექორწინა

2023-07-18 12:34:04+04:00

სურდა და შეძლო!

40 წელზე მეტი ხნის წინ კუმარ მაჰანანდიას ცხოვრებაში სიყვარულის წარმოუდგენელი მოგზაურობა დაიწყო - მოგზაურობა ველოსიპედით!

ინდოეთის შორეულ სოფელში დაბადებულ კუმარს სჯეროდა წინასწარმეტყველების, რომ მას ცოლად უნდა შეერთო კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული მუსიკოსი შორეული ქვეყნიდან.

ერთ დღესაც მან გაიცნო მშვენიერი შვედი ქალი, სახელად შარლოტა ფონ სჰედვინსი, რომელიც მართლაც იყო მუსიკოსი და მისი ზოდიაქო კი ნამდვილად კურო იყო. მაშინ კუმარი მიხვდა, რომ „ის ის იყო“.

მცირე ხნის ერთად გატარების შემდეგ შარლოტა შვედეთში დაბრუნდა, მაგრამ კუმარი არ აპირებდა ამ ნამდვილ სიყვარულზე უარის თქმას. შარლოტასთან წასვლა კი მარტივი ნამდვილად არ იყო.

კუმარმა გაყიდა მთელი თავისი ქონება, იყიდა მხოლოდ ერთი ველოსიპედი და გაიარა 6 000 მილი, რათა საყვარელ ქალთან მისულიყო.

კუმარ მაჰანანდი და შარლოტა ფონ სჰედვინი დაქორწინდნენ და ორი შვილი გაზარდეს. ამ ამბიდან 40 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მათი სიყვარული ისეთივე ძლიერია, როგორიც მაშინ იყო, როცა შეყვარებულმა ახალგაზრდამ ყველაფერზე უარი თქვა და ინდოეთიდან შვედეთამდე ველოსიპედით წასვლა გადაწყვიტა.