10 ბრძნული ებრაული გამონათქვამი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის - Marao

10 ბრძნული ებრაული გამონათქვამი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

2023-07-21 21:33:46+04:00

დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში ალბათ 20 მილიონზე მეტი ანდაზა და გამონათქვამია. მათი უმრავლესობა საინტერესო და სასარგებლოა. მაგრამ ყველა ამ ანდაზას შორის ებრაული ანდაზები მათი სიბრძნით გამოირჩევა. ხართ თუ არა ებრაელი, ყველას შეუძლია ისარგებლოს ამ დიდი ჭეშმარიტების შესწავლით, რომლებიც ათასობით წლის წინ დაიწერა. 

  • შევიდა ღვინო - გამოვიდა საიდუმლო;
  • ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი მისცა, რათა მეტი ისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს;
  • ქველმოქმედება არაფერი რომ არ ღირდეს, ყველა ფილანტროპი იქნებოდა;
  • მოხუცებული ადამიანი ცუდად, მაგრამ ბევრს ხედავს;
  • გამოცდილება - ეს არის სიტყვა, რომელსაც ადამიანები თავიანთ შეცდომებს ეძახიან;
  • თუ ფული დაკარგეთ ან მოგპარეს, ბედს მადლობა გადაუხადეთ, რომ ცხოვრებამ ფულით  გაასწორა თქვენთან ანგარიში;
  • რაც მუქთად გეძლევა, უკეთესია ფულით აიღო;
  • ბორკილები ყოველთვის ბორკილებია, თუნდაც ოქროსი იყოს;
  • თუ გინდა ადამიანი გაიცნო - ასესხე ფული;
  • ყველა წუწუნებს ფულის უქონლობის გამო, ჭკუის უქონლობის გამო კი - არავინ.