როგორც გამოცემა TMZ იუწყება, ჯიჯი ჰადიდი დააკავეს და ბრალი წაუყენეს მარიხუანისა და ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და მოხმარებისთვის კაიმანის კუნძულებზე გაფრენის შემდეგ.
მოდელი 10 ივლისს კერძო თვითმფრინავით ოუენ რობერტსის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა და საბაჟო და სასაზღვრო კონტროლიც გაიარა. მისი ჩანთები სკანერში გადაიტანეს და ხელით გაჩხრიკეს, რის შემდეგაც მცირე რაოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყო, ჯიჯისთან ერთად, მისი თანმხლები ლეა ნიკოლ მაკარტნიც დააკავეს, თუმცა ორივე გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ჯიჯი ჰადიდს 1 000 დოლარის გადახდა მოუწია. ინფორმაციას არაეთი დიდი გამოცემა, მათ შორიც, pagesix და nypost ადასტურებენ.
