20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სერიალის ბოლო ეპიზოდი გამოჩნდა ეკრანებზე, ჯოვანა კი დღესაც ისეთივე მიმზიდველია - როგორია "კლონის" ვარსკვლავის საყვარელი ვარჯიში  - როგორ ინარჩუნებს ჰადე ახალგაზრდობას - Marao

20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სერიალის ბოლო ეპიზოდი გამოჩნდა ეკრანებზე, ჯოვანა კი დღესაც ისეთივე მიმზიდველია - როგორია "კლონის" ვარსკვლავის საყვარელი ვარჯიში  - როგორ ინარჩუნებს ჰადე ახალგაზრდობას

2023-07-19 09:49:46+04:00

რამდენიმე თვის წინ The Clone-ის ვარსკვლავმა ჯოვანა ანტონელიმ 47 წლის იუბილე აღნიშნა. 20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სერიალის ბოლო ეპიზოდი გამოჩნდა ეკრანებზე, ჯოვანა კი დღესაც ისეთივე მიმზიდველია. 

მსახიობი რეგულარულად აქვეყნებს ფოტოებს სოციალურ ქსელში და უამრავ კომპლიმენტს იღებს. ანტონელი აღიარებს, რომ წარსულში არასოდეს იწონიდა 55 კილოგრამზე მეტს, მაგრამ ახლა ფორმის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა სჭირდება. 

მსახიობი დიდ ყურადღებას აქცევს დიეტას: მაგალითად, საუზმეზე ჭამს სალათის ფოთლებს და სვამს მწვანე ჩაის, ლანჩზე მოხარშული ბრინჯი და ქათმის მკერდი, სადილისთვის კი ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული. 

თუმცა, კვება არ არის ყველაფერი. ჯოვანა ანტონელი დიდ დროს ატარებს სპორტდარბაზში და ურჩევნია კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშის მონაცვლეობა. 

გარდა ამისა, ის არ მიმართავს კოსმეტოლოგებს და ურჩევნია ბუნებრივად და ლამაზად დაბერდეს. ჯოვანა არ ფიქრობს პლასტიკურ ქირურგიაზე და სკეპტიკურადაც კი უყურებს კოსმეტიკას. ის უპირატესობას ანიჭებს ხელნაკეთ ნიღბებს ხილისა და ქოქოსის ზეთის საფუძველზე და თვლის, რომ მხოლოდ ბედნიერ ღიმილს შეუძლია შექმნას მართლაც ლამაზი ქალი.