"საოცარი ოჯახი და ულამაზესი შესრულება" - გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის სიმღერა შვილებთან ერთად - Marao

"საოცარი ოჯახი და ულამაზესი შესრულება" - გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის სიმღერა შვილებთან ერთად

2023-07-19 11:39:54+04:00

ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის სიყვარულის ამბავი მუსიკით დაიწყო, მუსიკამ დაამეგობრა, შემდეგ კი... ჯერ იყო მოკითხვები, შეხვედრები, ერთად გატარებული საღამოები, შინ მიცილებები და სიტყვა "მიყვარხარ!" სიყვარულს ერთმანეთს დღესაც ხშირად უხსნიან და ასე ერთმანეთის გულებს ათბობენ.

"მე და გელა მუსიკამ დაგვაკავშირა. ერთმანეთს კონცერტზე შევხვდით, თუმცა ამ შეხვედრამდე ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. საერთო სამეგობრო აქტიურად არ გვაკავშირებდა. აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ხშირადაც არ ვხვდებოდით. შემდეგ ერთ პროექტზე ვიმუშავეთ, ერთმანეთსაც მეტად დავუახლოვდით" - ამბობდა ანუკი ცქვიტინიძე.

ამჯერად კი ისინი გადაცემას „ღამის პრაიმ ტაიმი” შვილებთან, იკაკო და მარიამ დონაძეებთან ერთად სტუმრობდნენ და მაყურებელს ერთობრივი სიმღერაც შესთავაზეს. ნამღერმა დიდი მოწონება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.