"პირადი ტექსტია, მაგრამ ერთხელ გაგიზიარებთ... ველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის" - ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლის წერილს აქვეყნებს - Marao

"პირადი ტექსტია, მაგრამ ერთხელ გაგიზიარებთ... ველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის" - ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლის წერილს აქვეყნებს

2023-07-20 11:16:16+04:00

ნათია ბანძელაძისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. მას წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, ახლა კი მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული. მან რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა და წყვილს უკვე ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. ნანუკა ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს და რჩევებს თავის მოვლასთან, ორსულობასა და დედობასთან დაკავშირებით გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ნიკოლოზ ნაყოფიამ და ნანუკა გოგიჩაიშვილმა ერთმანეთი 19 რიცხვში გაიცნეს. ყოველი თვის ამ დღეს ისინი სიმბოლურად აღნიშნავენ და ნანუკა მეუღლისგან ყვავილებს იღებს. როგორც თავად განმარტა, თაიგული ყოველ თვეში განსხვავებულია და მის ხასიათს აღწერს.

"პირადი ტექსტია, მაგრამ ერთხელ გაზიარებად ღირს, როცა ამდენი გულშემატკივარი გვყავს ამ დღეს. ერთხელ შეტყობინებებშიც შეგახედებთ და გაჩვენებთ, თუ რა სურვილები და ტექსტებია 19 რიცხვთან დაკავშირებით, ძალიან იცინებთ" - წერს ნანუკა და მეუღლის წერილს აქვეყნებს: "დღეს არის 67-ე 19! კიდევ 67 წელი ასე ტკბილად ვყოფილიყავით! ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის" - წერს ნიკოლოზ ნაყოფია წერილში.