რუსეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის მოდელს, 32 წლის მირანდა შელიას, სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მისი ცხოვრებითა და კარიერით მუდმივად ინტერესდებიან. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ მირანდამ რუსი მილიარდერის, იგორ ნეკლუდოვის შვილიშვილზე, გრიშა მამურინზე იქორწინა. მოგვიანებით, როცა მოდელი უკვე ორსულად იყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მირანდამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამიდან" მეუღლის ყველა ფოტო წაშალა და ორსულობის ბოლო თვეებში მეგობრებთან ერთად დუბაიში ისვენებდა.
მირანდა შელიამ 2022 წლის 30 სექტემბერს იმშობიარა. გოგონა ვაჟის დედა გახდა. ქალმა ბავშვი მოსკოვის მახლობლად მდებარე ელიტური კლინიკა „ლაპინოში“ გააჩინა. არც მშობიარობისა და არც მომდევნო პერიოდში, მოდელს სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული არც ერთი კადრი არ გამოუქვეყნებია. მირანდა არც შვილის ფოტოებს ასაჯაროებს, თუმცა ამჯერად მან, დაფარული სახით, პატარას პირველი კადრები გააზიარა.