1950 წელს გადაღებულ ფოტოზე დედა სიყვარულით ეხუტება შვილს ზღვის სანაპიროზე. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ფოტო ბნელ საიდუმლოს ინახავს.
სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ფოტოზე გამოსახული ბავშვი ტედ ბანდია - ამერიკის კრიმინალურ ისტორიაში ყველაზე საშიში სერიული მკვლელი.
თეოდორ რობერტ ბანდი 1946 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. დედამისი, ელეონორ ლუიზა კოუელი მაშინ 22 წლის იყო. ტედს ბებია-ბაბუა ზრდიდა, ნამდვილი დედა კი ყოველთვის და ეგონა. მამამისის ვინაობა დღემდე უცნობია.
უკანონო შვილის აღზრდის სტიგმის თავიდან ასაცილებლად, ქაუელმა მისი აღზრდის უფლება თავის მშობლებს მისცა. ზოგიერთი ცნობით, ბანდიმ თავისი ნამდვილი წარმოშობის შესახებ მხოლოდ 1969 წელს, მკვლელობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო.
ტედ ბანდის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 1989 წელს, სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით, ადრე მან 36 ქალის მკვლელობა აღიარა.