"საოცარი დედა ხარ" - ხატია ბუნიათიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"საოცარი დედა ხარ" - ხატია ბუნიათიშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ვიდეოს აქვეყნებს

2023-07-21 09:52:39+04:00

 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან პატარას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.

ხატია შვილის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული და პატარა შარლოტთან დიდ დროს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ის კარიერაზე უარის თქმას არ აპირებს, რამდენიმე კონცერტის გაუქმება მაინც მოუწია.

ამჯერად ხატია შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ვიდეოს აქვეყნებს.