"დე, გემშვიდობები, მაგრამ ამას ვერასდროს შევძლებ..." - მარიკუნა მიქატაძეს კვირას დაკრძალავენ - Marao

"დე, გემშვიდობები, მაგრამ ამას ვერასდროს შევძლებ..." - მარიკუნა მიქატაძეს კვირას დაკრძალავენ

2023-07-21 10:18:28+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 39 წლის ასაკში გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა, გარდაცვალების მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია. მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი ბებიის სახელი ჰქვია. 

როგორც ცნობილია, მარიკუნა მიქატაძე საბერძნეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს: "დე, გემშვიდობები, მაგრამ ამას ვერასდროს შევძლებ. პანაშვიდები: პარასკევი, შაბათი - ჟიული შარტავას 18ბ.

გასვენება: კვირას, 15:00 საათზე, ამაღლების (გაზდელიანის) ტაძრიდან" - წერს მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი ირინა ქიქოძე.