იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97%-ს შეადგენს.
არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანებმა იაპონიის ტერიტორია ათობით ათასი წლის განმავლობაში დაიკავეს. ტერმინი იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. ადრეულ საუკუნეებში ჩინეთთან და კორეასთან კონტაქტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კუნძულებზე. მათ შორისაა: ჩინური დამწერლობის სისტემა, ბუდიზმი და მრავალი მხატვრული ფორმა კონტინენტიდან. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების პირველი ნაბიჯები დაახ. IV საუკუნის ბოლოსა და V საუკუნის დასაწყისში გადაიდგა, იამატოს მმართველობის პერიოდში. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც 1947 წელს მიიღეს, იაპონია უნიტარულ კონსტიტუციურ მონარქიად გამოაცხადა, იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით.
იაპონია ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ტრადიციული არქიტექტურული ძეგლი და ტაძარი, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის და ტექნოლოგიების მიღწევებთან ერთად თანაარსებობს.
წაიკითხეთ სრულად