"აბა, ჩვენ გაგვიმარჯოს, მიშკა! 16 წელი ერთად კარგი ამბავია. ზუსტად ამ დროს მთელ ბათუმში, იქ, სადაც ქორწილი გვქონდა, დაწყდა წყალი, გამოირთო ელექტროენერგია და იყო ერთი ამბავი... დაახლოებით ამ არამოსაწყენ რიტმში ვართ სულ და კარგია ეს" - წერს ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში და მეუღლეს, მიშა ხუჯაძეს ქორწინების იუბილეს ულოცავს.
2020 წლის 29 დეკემბერს ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობის შემდეგ, ხოფერიამ საჯარო უწყებაში გადაინაცვლა. ის დღემდე მინისტრის პოსტს იკავებს. მიხეილ ხუჯაძე კი შპს "ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის" პარტნიორი და 33.3%-ის მფლობელია.
ეკას პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა, ანანო ჰყავს, ხოლო მიშა ხუჯაძესთან ორი ვაჟი შეეძინა. როგორც თავად აღნიშნავს, მან და მისმა მეუღლემ ოჯახი გაცნობიდან ძალიან მალე, წელიწადსა და ორ თვეში შექმნეს: „კრიზისული პერიოდი არ გვქონია. თანაცხოვრების დროს იყო ადაპტაციის მომენტი, ცოტა ეჭვიანობა, მაგრამ როცა რწმუნდები, რომ გიყვარს და უყვარხარ, მერე ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც დრო გადის, უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ცხოვრება. არც აკრძალვები მაქვს. როცა თავისუფალი დრო გვაქვს, მიშკას უნდა, რომ სულ ერთად ვიყოთ. ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტომ სულ ერთად გვინდა ყოფნა“, – თქვა ეკა ხოფერიამ.