"მე გამოცდილებამ მასწავლა, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა მხოლოდ ორს ეკუთვნის. გავა დრო და მოვყვებით ბევრს, როცა შვილიშვილები გვეყოლება" - თათია შარანგია პირად ცხოვრებაზე კითხვებს პასუხობს - Marao

"მე გამოცდილებამ მასწავლა, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა მხოლოდ ორს ეკუთვნის. გავა დრო და მოვყვებით ბევრს, როცა შვილიშვილები გვეყოლება" - თათია შარანგია პირად ცხოვრებაზე კითხვებს პასუხობს

2023-07-21 13:16:41+04:00

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია დაქორწინდა. მისი რჩეული ზაზა თორაძის შვილი, ჯარჯი თორაძეა. თათიამ ქორწილი საკუთარ დაბადების დღეზე დაგეგმა: „დღეს ჩემთვის დაიბადა ადამიანი – მადლობა უფალს, რომ ყველა გზა გაგვატარა და ერთმანეთს შეგვახვედრა! გილოცავ, თათი და ვულოცავ ჩემს თავს, რომ მყავხარ და ჩემი ხარ და ჩემთვის ხარ!.. მიყვარხარ უკიდეგანოდ და უსასრულოდ!..“, – წერდა თათიას მეუღლე. 

ამჯერად კი თათია შარანგია პირად კითხვებს თავად პასუხობს და წერს, რომ ურთიერთობაში ჰარმონია აქვს: 

"ჩვენი შეხვედრა ღმერთის ნება იყო. ჯარჯიმ ბევრად ადრე „მიპოვა” თურმე, წლების წინ… მაგრამ მე მას არც ვიცნობდი. ახლა ყველაზე სწორ დროს მომაგნო და ეს ჰარმონია მეტწილად მისი დამსახურებაა.

შეყვარებული ადამიანი ბედნიერი, მზრუნველი, შინაგანად თავისუფალი და შინაგანად მშვიდია. ორნი რომ ხართ და სხვა არავინ გჭირდება გვერდით, ყველაფერი რომ მხოლოდ მასთან გიხარია. რა თქმა უნდა, შვილებს არ ვგულისხმობ...

ჯარჯის არ უყვარს პირადზე საუბარი. მე გამოცდილებამ მასწავლა, რომ ორი ადამიანის ურთიერთობა ყველაზე საფრთხილოა და მხოლოდ ორს ეკუთვნის. გავა დრო და მოვყვებით ბევრს, როცა შვილიშვილები გვეყოლება" - წერს თათია შარანგია.