ლომი
23 ივლისი - აგვ. 22
აგვისტო თქვენი თვეა. მთელი თვის განმავლობაში ახალი და წარმატების მომტანი შესაძლებლობები მოგეცემათ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ისინი.
ქალწული
23 აგვისტო-სექტ. 22
ის უნდა გააკეთოთ, რაც გსურთ. ნუ მიაქცევთ საზოგადოების აზრს ყურადღებას, დროა საკუთარ ხმას მოუსმინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი.
სასწორი
23 სექტემბერი - ოქტ. 22
თაყვანისმცემლებს მაგნიტივით მიიზიდავთ. აღფრთოვანებას ვერავინ დამალავს და თუ მარტოხელა ხართ, დიდია შანსი, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვოთ.
მორიელი
23 ოქტომბერი-ნოემ. 21
პირად ურთიერთობაშიც და სამსახურშიც წარმატებას მიაღწევთ. ასტროლოგების თქმით, აგვისტოში ყველაზე დიდი ყურადღება რომანტიკულ ურთიერთობებს უნდა დაუთმოთ, უფრო მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან და ბედნიერებით დატკბეთ.
მშვილდოსანი
22 ნოემბერი-დეკ. 21
აგვისტო გართობის, მხიარულებისა და თავგადასავლების თვეა. ასტროლოგები შვებულებაში დროულად წასვლას გირჩევენ. თქვენ ახლა ყველაზე მეტად სამსახურებრივი გარემოდან გაქცევა გსურთ. ამას რაც უფრო მალე გააკეთებთ, მით უფრო კარგი იქნება თქვენთვის.
თხის რქა
22 დეკემბერი-იან. 19
ეცადეთ, რომ 15 აგვისტომდე დასვენება მოასწროთ და ცხოვრების დაძაბული რეჟიმისგან განიტვირთოთ. თქვენთვის ყველაზე მეტად ბედნიერების მომტანი ოჯახის წევრების გარემოცვაში დროის გატარება იქნება.
მერწყული
20 იანვარი-თებ. 18
აგვისტოში ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველას უთხრათ ის, რასაც ფიქრობთ და ემოციები გარეთ გამოიტანოთ. ასევე, ახლა საუკეთესო მომენტია იმ ადამიანებთან ურთიერთობის დასასრულებლად, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ.
თევზები
19 თებერვალი - 20 მარტი
აგვისტო განტვირთვის, დასვენების, დაფიქრების და საკუთარი თავის პოვნის თვე იქნება. განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. შეინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას.
ვერძი
21 მარტი - 19 აპრილი
აგვისტო თქვენთვის მხიარულების, გართობის და დროის სასიამოვნოდ გატარების პერიოდი იქნება. სამსახურში ყოფნის დროსაც კი მოგეცემათ დროის მხიარულად გატარების შესაძლებლობა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ იყოთ კიდევ უფრო აქტიურები.
კურო
20 აპრილი - 20 მაისი
შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების ეტაპი დადგეს. ამ პერიოდში ბევრი გაურკვევლობა იჩენს თავს და შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ. მოსალოდნელია კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან.
ტყუპები
21 მაისი-21 ივნისი
ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ არ გაასესხოთ თანხა, რადგანაც შესაძლოა, ის ვეღარასდროს დაიბრუნოთ. კარგად გექნებათ საქმე პირად ურთიერთობებშიც, ოჯახის წევრებთან.
კირჩხიბი
22 ივნისი-22 ივლისი
ასტროლოგები ამბობენ, რომ 22 აგვისტომდე განსაკუთრებულად გექნებათ უსაფრთხოების და დაცულობის განცდა და ამავდროულად, ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ. გაგიჭირდებათ კომფორტის ზონის დატოვება. ახლა თქვენთვის სანდო და საიმედო ადამიანებთან ერთად ყოფნაა ყველაზე მნიშვნელოვანია.