მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილი ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ.
"…უთუოდ გული მოუვიდა, რატომ მე არა ვარო და 50 წლის შემდეგ ამქვეყნად ისევ გაჩნდა დაჩი… პატარა იოსელიანის დედა გავხდი… როცა კარგად გავიაზრებ, მერე უფრო მეტს მოგიყვებით. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ პირადი ზღაპრის გმირი მყავს" - წერდა ნუცა.
ნუცა ორსულობისა და მშობიარობის გამოცდილებას საკუთარ გამომწერებსაც უზიარებს. როგორც ცნობილია, მან წყალში მშობიარობა გადაწყვიტა და შვილი სწორედ ამ გზით გააჩინა.
"წყალში მშობიარობა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. უბრალოდ ყველა, ვინც გადაწყვეტს მსგავსი მეთოდით მშობიარობას, უნდა იყოს თავის თავში მაქსიმალურად დარწმუნებული და ტკივილის მიმართ ამტანი! გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მარტო დარჩება ტკივილთან ერთად, გამაყუჩებლებისა და სპინალურების გარეშე და უნდა გაუმკლავდეს!
ჩემს გონებაში მშობიარობა საუკეთესო მოგონებად დარჩება მთელი ცხოვრება, და დაჩისთან შეხვედრის მოლოდინი კი ყველაზე ძლიერი გრძნობა, რაც კი ოდესმე მიგრძნია", - წერს ნუცა.
ცნობილია, რომ წყალში მშობიარობა მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. წყალში მშობიარობა შეიძლება წარიმართოს როგორც სამშობიაროში, ასევე სახლში. სამშობიარო აუზის გამოყენებას მშობიარობის პირველ ეტაპზე გარკვეული უპირატესობები აქვს:
- ამსუბუქებს ტკივილს, შესაბამისად იკლებს ანესთეზიის საჭიროება
- ამცირებს მშობიარობის ხანგრძლივობას.