„ავთანდილი“ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ყველასთვის ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი ბრენდია, რომლის უკანაც დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე დგას.
ავთანდილი 1973 წელს დაიბადა, 1990-95 წლებში საქართველოს სამხატვრო აკადემიაში ისწავლა და უკვე 2000 წლიდან მოდის სახლი "ავთანდილის" მთავარი დიზაინერი და დირექტორი გახდა.
ავთანდილ ცქვიტინიძემ 2004 წელს ხათუნა თოთლაძეზე იქორწინა. ხათუნას პოპულარობა და კამერები არ იზიდავს, თუმცა საკუთარ სფეროში საკმაოდ წარმატებულია, ის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ხათუნა თოთლაძე ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ავთანდილ ცქვიტინიძესა და ხათუნა თოთლაძეს ერთი ქალიშვილი, ანასტასია ცქვიტინიძე ჰყავთ, რომელმაც სკოლა წელს დაამთავრა და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს.
ანასტასია მამას, ავთანდილს, დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს: „გილოცავ დაბადების დღეს, მამიკო“ - წერს ის. დიზაინერს 50 წელი შეუსრულდა და მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.