ნამდვილი ბარბი: აქვს თუ არა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია ჰოლივუდის მთავარ ვარსკვლავს - Marao

ნამდვილი ბარბი: აქვს თუ არა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია ჰოლივუდის მთავარ ვარსკვლავს

2023-07-24 15:25:11+04:00

ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი გრეტა გერვიგის ახალ ფილმში, Barbie მთავარ როლს ასრულებს. ბევრი დარწმუნებულია, რომ ამ როლის მოსაპოვებლად მსახიობს გარეგნობაზე ცოტა „მუშაობა“ მოუწია.

ექიმმა დანა ომარი ჰარელმა, პროცედურებისა და კოსმეტიკური მედიცინის სპეციალისტმა, ახლახან გამოაქვეყნა მსახიობის ფოტოები სოციალურ ქსელში და განაცხადა, რომ მარგო რობიმ ოპერაციების სერია გაიარა, რათა საკულტო თოჯინას დამსგავსებოდა. 

მართლაც, თუ მარგოს ადრეულ ფოტოებს ამჟამინდელს შევადარებთ, შევამჩნევთ, რომ მსახიობი ძალიან შეიცვალა. მარგომ წონაში საგრძნობლად დაიკლო. როდესაც ადამიანი იმატებს ან წონაში იკლებს, ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ წონის დაკლებისას იცვლება მათი სტრუქტურა. ცხიმის უჯრედები მცირდება, სტრუქტურა ემატება სახეს. 

„80%-იანი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მსახიობს ჩაუტარდა ენდოსკოპიური ფრონტტემპორალური სახის ლიფტინგი. ეს არის მინიმალური ინვაზიური ოპერაცია, რომელიც არ ტოვებს კვალს. მსახიობს ბლეფაროპლასტიკა არ აქვს გაკეთებული. გაკეთებული აქვს კონტურის კორექცია ფილერებით ნიკაპის მიდამოში და ყბის კუთხეებში.“– ამბობს პლასტიკური ქირურგი.