ლელა კილაძის პერსონა სხვადასხვა დროს ყურადღების ცენტრში ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მოქცეულა. ამჯერად კი განხილვის საგანი მისი და მუსიკოს გიორგი ცაგარელის ვიდეო გახდა. ისინი ხორვატიაში ინგლისური ჯგუფის, Depeche Mode-ის კონცერტს ერთად დაესწრნენ და კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს.
გიორგი ცაგარელი წარმატებული ალტისტია, თუმცა მან მუსიკალური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე თვის წინ ისაუბრა: "ბევრი შინაგანი დინების გამო იძულებული ვარ, შევწყვიტო ყველანაირი სახის მუსიკალური აქტივობა. დიდი მადლობა თქვენ და ბოდიშს გიხდით" - წერდა ის.
გიორგი ცაგარელს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა ჰქონდა მუსიკოს ლიზა ბაგრატიონთან, რომელიც ასევე რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

რაც შეეხება ლელა კილაძეს, მას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ის დაქორწინებული იყო თბილისის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზე. გიგისთვის ლელასთან ქორწინება მეორე იყო - მას პირველი მეუღლისგან ორი ქალიშვილი უკვე ჰყავდა. საერთო შვილი გიგის და ლელასაც შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დააპატიმრეს, მისი და ლელა კილაძის ოჯახი დაინგრა.

ლელამ გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა. ამ ურთიერთობის შესახებ დიდი ხნის მანძილზე არ საუბრობდნენ, თუმცა ლელას ორსულობაზე კომენტარი გუკას მამამ, ვახტანგ რჩეულიშვილმა გააკეთა. ლელას ორსულობის პერიოდის მარტო გატარება მოუწია, რადგან იმ პერიოდში გუკა რჩეულიშვილიც სასჯელს იხდიდა.
მოგვიანებით ლელასა და გუკას ურთიერთობა განხილვის საგანი არაერთხელ გახდა, რადგან, როგორც ცნობილია, გუკა რჩეულიშვილი ნივთიერებებზე დამოკიდებული იყო და მას ლელა კილაძემ უჩივლა. ოჯახში ძალადობის ბრალდებით გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა შეეფარდა, გათავისუფლების შემდეგ კი წყვილმა ურთიერთობა კვლავ აღადგინა.

ამჯერად, ლელა კილაძისა და გიორგი ცაგარელის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოთი ირკვევა, რომ ლელა რჩეულიშვილს დაშორდა.