იტალიელმა მსახიობმა იზაბელა როსელინიმ წლების განმავლობაში უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი და მას "ერის სიამაყეს" სრულიად დამსახურებულად უწოდებენ. იგი ახლა 71 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. მის ცხოვრებაში უამრავი გამარჯვება და მარცხი იყო, რამაც გამორჩეული მსახიობი და მოდელი კიდევ უფრო მეტად გააძლიერა:
იზაბელა ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი დედა ინგრიდ ბერგმანი შვედი მსახიობი და ჰოლივუდის ლეგენდა იყო. მამა, რობერტო როსელინი კი - იტალიელი რეჟისორი. როგორც ცნობილია, რობერტოს განსაკუთრებით უნდოდა, რომ მისი შვილი კინოვარსკვლავი გამხდარიყო. თუმცა იზაბელას ახალგაზრდობაში ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაზე არც კი უფიქრია.
მას უფრო მეტად ჟურნალისტიკა აინტერესებდა და ამ მიმართულებით გეგმავდა სწავლის გაგრძელებას. ამავდროულად, გამორჩეული გარეგნობის გამო სამოდელო კარიერაშიც ბევრ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. როსელინი, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ტელევიზიაში დაიწყო მუშაობდა. თუმცა, პერიოდულად, გოგონას პოპულარული ჟურნალებისთვისაც იღებდნენ.
მისი სახელი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. პირველად დიდ ეკრანზე 24 წლის ასაკში გამოჩნდა. დედასთან ერთად ფილმში "დროის საკითხი" ეპიზოდური როლი შეასრულა. რეჟისორები თავდაპირველად მას დედას ადარებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი და ინგრიდის შესრულება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა. იზაბელა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დედის ჩრდილში იყო, რამაც გაანაწყენა და თავი სამოდელო ბიზნესს მიუძღვნა. მალევე ფრანგული პარფიუმერული და კოსმეტიკური ბრენდის სარეკლამო სახე გახდა...გაგრძელება