5-მილიონიანი ვილა და წარმატებული კარიერა: რამდენს შეადგენს "ბარბის", მარგო რობის ქონება - Marao

5-მილიონიანი ვილა და წარმატებული კარიერა: რამდენს შეადგენს "ბარბის", მარგო რობის ქონება

2023-07-26 00:00:17+04:00

ჯერ კიდევ 2014 წელს მარგომ Vanity Fair-ს განუცხადა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა ძლიერი სამუშაო ეთიკა: „ერთდროულად ვმუშაობდი სამ სამუშაოზე. ვმუშაობდი აფთიაქში, ოფისში, საწყობში, ყოველთვის ვცდილობდი ფულის დაზოგვას“.

არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ მან The Wolf of Wall Street-ისთვის მხოლოდ 347,000 დოლარი გამოიმუშავა. ცხადია, ეს მაჩვენებელი გაიზარდა, როდესაც მარგო უფრო ცნობილი გახდა და ახლა ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ მარგო რობის ქონება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ფილმების დამსახურება არ არის.  იგი წარმატებით თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ბრენდებთან, როგორიცაა "შანელი". ცოტა ხნის წინ მსახიობმა ვენეციაში 5 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი შეიძინა. 

ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია, რამდენი გამოიმუშავა მარგო რობიმ Barbie-ს გადაღებებიდან. ცნობილია, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთ უსაყვარლეს ვარსკვლავს ბარბის როლისთვის 12,5 მილიონი დოლარი გადაუხადეს, ისევე, როგორც რაიან გოსლინგს, რომელიც კენის როლს ასრულებს. Variety-ს ცნობით, "ბარბის" წარმოების ბიუჯეტი 145 მილიონი დოლარი იყო.

წყარო: