"დამიბერდა მამიკო, მაგრამ მაინც ყველაზე სიმპათიურია, არა?“ -ლენუკა ყიფშიძე ზურა ყიფშიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

"დამიბერდა მამიკო, მაგრამ მაინც ყველაზე სიმპათიურია, არა?“ -ლენუკა ყიფშიძე ზურა ყიფშიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2023-07-26 10:56:18+04:00

1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი, "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.

სწორედ მაშინ, როცა ზურა ყიფშიძე კარიერული წარმატების პიკზე იყო, ცოლად შეირთო უმშვენიერესი ლელა გოცირიძე. მათ დიდი ოჯახი აქვთ, ორი შვილი, ლენუკა და გიორგი ჰყავთ და 5 შვილიშვილის ბებია-ბაბუა არიან.

სწორედ ლენუკა ყიფშიძე აქვეყნებს მამასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს: "დამიბერდა მამიკო, მაგრამ მაინც ყველაზე სიმპათიურია, არა?“ - ამბობს ლენუკა.