საბერძნეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. "ინსტაგრამზე" მას 225 ათასამდე გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. თამთა საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერლად ითვლება. მის შესახებ ხშირად წერს ბერძნული მედიაც.
როგორც ცნობილია, თამთას რჩეული ბერძენი ბიზნესმენი პერის კასიდოკოსტას-ლაცია. წყვილი ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს, თუმცა კამერების წინ იშვიათად ჩნდებიან.
ამჯერად თამთა საქართველოში იმყოფება და tiktok-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადა ჩანს, რომ მას მშობლიური სკოლა და ბავშვობის სახლი მოინახულა.