"გაჩვენებთ ჩემს სახლს, სადაც გავიზარდე და მშობლიურ სკოლას" - თამთა გოდუაძის ემოციური ვიდეო ბავშვობის სახლიდან და მოგოგნებები საქართველოზე - Marao

"გაჩვენებთ ჩემს სახლს, სადაც გავიზარდე და მშობლიურ სკოლას" - თამთა გოდუაძის ემოციური ვიდეო ბავშვობის სახლიდან და მოგოგნებები საქართველოზე

2023-07-26 11:03:27+04:00

საბერძნეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი თამთა გოდუაძე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. "ინსტაგრამზე" მას 225 ათასამდე გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. თამთა საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერლად ითვლება. მის შესახებ ხშირად წერს ბერძნული მედიაც.

როგორც ცნობილია, თამთას რჩეული ბერძენი ბიზნესმენი პერის კასიდოკოსტას-ლაცია. წყვილი ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს, თუმცა კამერების წინ იშვიათად ჩნდებიან.

ამჯერად თამთა საქართველოში იმყოფება და tiktok-ზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადა ჩანს, რომ მას მშობლიური სკოლა და ბავშვობის სახლი მოინახულა.