ტესტი: იქნებოდი თუ არა იდეალური ბარბი კენისთვის? - Marao

ტესტი: იქნებოდი თუ არა იდეალური ბარბი კენისთვის?

2023-07-26 12:52:09+04:00

ვარდისფერი სამყარო და დაუვიწყარი ბარბი კენისთან ერთად, გენიალური მარგო რობი და რაიან გოსლინგი ყველასთვის ცნობილ და საკულტო სათამაშოს აცოცხლებენ.

ხმაურიანად დაანონსებულმა ფილმმა მოლოდინები გაამართლა და მაყურებელთა გული დაიპყრო. ეს, ერთი მხრივ, მარტივი ფილმი, ბარბის შესახებ სტერეოტიპებს ერთხმად ამსხვრევს და მაყურებელთა გულს მარტივად იგებს. „ბარბის“ შემქმნელი 38 წლის ქალი რეჟისორი გრეტა გერვიგია. ცნობილია, რომ ფილმმა, Variety-ს მონაცემებით, 2023 წლის რეკორდი მოხსნა, ბილეთების გაყიდვით კი $70.5 მილიონი გამოიმუშავა და ყველაზე შემოსავლიანი პრემიერა გახდა. გასაოცარი სიუჟეტის, მსახიობებისა თუ ყველასთვის საყვარელი თოჯინის ისტორიის პარალელურად, მისმა შემქმნელმა რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული ფილმების რეკორდიც მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ "ბარბის" პრემიერა 21 ივლისს შედგა და მაყურებელთა სიყვარული მალევე მოიპოვა.

გაიარეთ სახალისო ტესტი და გაიგეთ, იქნებოდით თუ არა შესაფერისი ბარბი კენისთვის: 

myquiz

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ