მას შემდეგ, რაც ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, მის მიმართ ინტერესი გაორმაგდა. როგორც აღმოჩნდა, მას არაერთ ცნობილ სახესთან აწყვილებენ და ამ დრომდე არაერთი ჭორიც გავრცელდა, მათ შორის, ლაშასა და მომღერალ თათა გიორგობიანის, ასევე, ლაშასა და მარიამ ელიეშვილის ურთიერთობის შესახებაც.
ამჯერად ლაშა ბექაური იუბილარია და "ინსტაგრამზე" შეყვარებულისგან მილოცვა მიიღო. როგორც ირკვევა, მისი რჩეული მარიამ კეკუაა, რომელიც სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული.