მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.
სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.
ამჯერად მანიკამ "რადიო ფორტუნას" ეთერში მეუღლის შესახებ ისაუბრა:
"არც ყურადღება მაკლია, არც ქათინაურები, რაც მეუღლისთვისაც ძალიან სასიამოვნოა. მგონი, სხვანაირად არც შეიძლება, არ ვიცი, სიხარულის მეტს რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, როცა მის მეორე ნახევარს აქებენ.
ბექა საოცრად ერთგული და კეთილი ადამიანია. ყოველთვის გულწრფელად უხარია სხვისი წარმატება, რაც, მართლაც, არაჩვეულებრივი თვისებაა, რადგან გასაჭირში გვერდში დგომა ყველას შეუძლია, სხვისი ბედნიერების გაზიარება კი ყოველთვის უჭირთ ადამიანებს" - ამბობს მანიკა.