ჯეინ ოსტინი გამოჩენილი ინგლისელი მწერალია, რომლის ნაწარმოებები მსოფლიო ლიტერატურის კლასიკად იქცა. პატარა სამღვდელო ოჯახში დაბადებულ ჯეინს ჰქონდა ნათელი გონება და განათლება, რაც იშვიათი იყო ქალებისთვის იმ პერიოდში. მისი რომანები, როგორებიცაა "ამპარტავნება და ამოჩემება", "გრძნობა და გონება" და სხვა, გამოირჩევა პერსონაჟების დახვეწილი ფსიქოლოგიური ანალიზით, სატირული იუმორით და სოციალური ზნე-ჩვეულებების გამჭვირვალე ასახვით. მახვილგონივრულმა დიალოგებმა და ენის სპეციფიკამ მისი ნამუშევრები ლიტერატურის შედევრებად აქცია, რომლებიც თაობების განმავლობაში იზიდავდა მკითხველს.
გაიარე ტესტი და გაიგე, რომელი პერსონაჟი ხარ ოსტინის რომანებიდან:
myquiz
24 ივლისიდან თქვენს ბიბლიოთეკას ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ჯეინ ოსტინის ორტომეულის პირველი ტომი შეემატება! პირველ ტომში შედის ავტორის გამორჩეული, კლასიკად ქცეული ორი რომანი: "ამპარტავნება და ამოჩემება" და "გონება და გრძნობა".
გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში, წიგნის შეძენას სპეციალურ ფასად - 16 ლარად შეძლებთ. წიგნის შეძენა შეგეძლებათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში.
ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი. ამისთვის დაგვიკავშირდით 032 2 47 00 45 ან ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.palitral.ge/product/5478/jein-ostini

R