როდესაც თაყვანისმცემლები შერონ სტოუნზე ფიქრობენ, მათ ყოველთვის ლამაზი და წარმატებული მსახიობი ახსენდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა, შერონს ბავშვობიდან ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. განიცდიდა შეურაცხყოფას ოჯახის წევრის მხრიდან, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები...
შერონ სტოუნის ბავშვობა შორს იყო იდილიურისგან:
"ბაბუა გამუდმებით მემუქრებოდა მოკვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობდი, კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია“- იხსენებდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

შერონ სტოუნი სამი შვილის დედაა. 2000 წელს მან იშვილა თავისი პირველი ვაჟი, როანი, ყოფილ ქმართან ფილ ბრონშტეინთან ერთად. ხუთი წლის შემდეგ მეორე ვაჟი, ლეირდი იშვილა, ხოლო 2006 წელს, მესამე ბიჭი, ქუინი. შვილების აღზრდა სტოუნისთვის მშვენიერი გამოცდილება იყო.
დიდი ხნით ადრე, 18 წლის ასაკაში მსახიობი მეგობრისგან დაორსულდა. მაგრამ აბორტის გაკეთება გადაწყვიტა. სტოუნი ასევე ღიად ეხმიანება სპონტანურ აბორტებს: „ჩვენ, როგორც ქალებს, არ გვაქვს ფორუმი ამ დანაკარგის სიღრმის განსახილველად. მე დავკარგე ცხრა შვილი სპონტანური აბორტის გამო“.

შერონ სტოუნმა და მისმა ყოფილმა ქმარმა, ფილ ბრონშტეინმა, 2000 წელს იშვილეს ვაჟი როანი. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, როდესაც სტოუნი და ბრონშტეინი განქორწინდნენ, მსახიობმა შვილზე მეურვეობა დაკარგა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მან გულწრფელად ისაუბრა თავისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ: "მოსამართლემ ჰკითხა ჩემს შვილს - ჩემს პატარა ბიჭს: "იცით, რომ დედაშენი არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ ფილმებში მონაწილეობს?“ - მსახიობის აზრით, ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი „ძირითად ინსტინქტში“ შესრულებული როლი იყო.

დღეს სტოუნს კარგი ურთიერთობა აქვს შვილებთან: „ახლა მარტოხელა დედა ვარ და სამ ვაჟს ვზრდი. მათი დედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგიაა“, - აცხადებს მსახიობი.