მსახიობ ანკა ვასაძეს საზოგადოება როგორც თეატრის სცენიდან, ისე ტელეეკრანებიდან კარგად იცნობს. მან აუდიტორიას თავი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც“ შეაყვარა, სადაც მეწყვილესთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად წარმატებით გამოდიოდა.
ანკა ვასაძე დაქორწინებულია, მას და მის მეუღლეს ორი შვილი ჰყავთ. ანკა ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს, თუმცა მეუღლესთან ერთად იშვიათად ჩნდება. ამჯერად კი მეგობრებს სწორედ მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.
„ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რა საჭიროა საუბარი, ქმარი თავად უნდა მიხვდეს, რა მჭირდებაო. არ არის ასე, სწორედ ღიად, გულწრფელად უნდა თქვა, რა გინდა, რა მოგწონს, რა გეწყინა, რა გაგიხარდა, მაგრამ უნდა შეარჩიო ფორმა, ცოტათი მაინც დიპლომატიური უნდა იყო…“ - ამბობდა ანკა ვასაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.