ცნობილი მსახიობის, კლაუდია კარდინალეს კარიერა 1960-იან წლებში აყვავდა და დიდ პოპულარობასაც მიაღწია. თუმცა იგი გამორჩეული გარეგნობის გამო ბავშვობიდან ყველას ყურადღებას იპყრობდა.
კლაუდია 1938 წელს ტუნისში დაიბადა. მის მშობლებს იტალიური და სიცილიური წარმომავლობა ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ფრანგულად საუბრობდნენ. პირველად, როდესაც კარდინალე იტალიურ კინოში გამოჩნდა, ეს ენა არ იცოდა და როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა, ტექსტს იზეპირებდა.

გოგონა მდიდარ ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების სტილი ჰქონდა. ეცვა შავი ტანსაცმელი, არ იყენებდა მაკიაჟს და არც ხმაურიანი წვეულებები უყვარდა.
კლაუდია კინოში სრულიად შემთხვევით მოხვდა. მის სკოლაში მივიდა რეჟისორი, რომელიც ტუნისზე ფილმს იღებდა და გოგონებს კასტინგისთვის არჩევდა. კარდინალე მაშინვე შენიშნა. 1957 წელს გოგონა ვენეციის კინოფესტივალზე გაემგზავრა და იქ პატარ-პატარა როლების მიღება დაიწყო.

წაიკითხეთ სრულად