ჟურნალ Time-ის მიხედვით, შანელი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია. შეუძლებელია ამას არ დაეთანხმო - ბოლოს და ბოლოს, ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა ქალის გარდერობი მთლიანად შეცვალა. როგორი იქნებოდა ცხოვრება შარვლის გარეშე? ან წარმოიდგინეთ, რომ მუდამ ფუმფულა, გრძელი კაბები გაცვიათ და კორსეტის გამო სუნთქვა გიჭირთ. შანელი ნამდვილი მაგალითია იმისა, რომ საკმაოდ მარტივად შეიძლება მამაკაცის ტანსაცმლის ქალურად გადაქცევა.
- სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი
- სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის
- ქუდები ქალისგან ნამდვილ ლედის ქმნიან
- მოდა იცვლება, მაგრამ სტილი რჩება
- სად უნდა დავისხათ სუნამო”? – ახალგაზრდა ქალმა მკითხა. ”ნებისმიერ ადგილას სადაც გინდა, რომ გაკოცონ
- ლამაზი კაბა შესაძლებელია ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის აუციელბლად უნდა იქნეს დანახული მხრებზე, მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობაზე
- ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ქალს სახლიდან გასვლა, პატარა მოწესრიგების გარეშეც კი – თუნდაც ზრდილობის გულისთვის
- 20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს
- მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე
- თუ სამკაულს იხდენთ და მოგწონთ, რა მნიშვნელობა აქვს ძვირფასია თუ არა?