მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი უკვე არაერთი წელია, რაც თეატრის სცენასა თუ ეკრანებზე ჩანს და ამ დროის მანძილზე მან არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა. 2007 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი. 2009–2010 წლები იყო „სიმართლის დროს“ წამყვანი, 2010 წლიდან - „ინტუიციის“ წამყვანი; 2013 წელს დუტა სხირტლაძეს, კახა კინწურაშვილსა და ლიკა ლაბაძესთან ერთად "იმედის" პროექტის, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ III სეზონის წამყვანი.
ნანკა კალატოზიშვილი დაქორწინებული იყო კალათბურთელ ირაკლი კედიაზე. წყვილს ერთი შვილი, დანიელი ჰყავს, თუმცა ნანკა და ირაკლი ერთმანეთს რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ყოფილ მეუღლეზე მან გადაცემა "სთორიში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ შვილის მამასთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს:
"მე არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ათჯერ ალაგებენ ჩანთას, მიდიან და მერე ბრუნდებიან. წერტილის დასმა ჩემთვის რთულია, თუმცა ამას მერე აღარ ვნანობ. ფასეულობებში აცდენაა ის, რის გამოც შეიძლება წერტილი დავსვა, ადამიანთან როცა ინსტრუქციით ცხოვრება გჭირდება. საუბარი ყოველთვის კარგია, შვილთან, მეგობართან, პარტნიორთან. როცა რაღაც გაწუხებს, უნდა თქვა. ვერ ვუხსნი ხალხს, იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ეგონათ, რომ შევრიგდით. დანის მამაა, ოჯახი წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი" - ამბობდა ნანკა კალატოზიშვილი.