მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.
ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს.
ამჯერად კი ანი ბებია გადაცემა „სთორის” სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლესთან, ურთიერთობის შესახებ საუბრობს:
„ილოსთან ყველაზე ხშირად ქვეყანაში არსებული ზოგადი ფონის გამო ვკამათობ და კიდევ საკუთარი პოტენციალის არამიზნობრივად ხარჯვის გამო.
ილო უნივერსალური ადამიანია, საოცარი ნიჭის პატრონი, აბსოლუტურად ყველაფერი გამოსდის და ყველაფერი შეუძლია, თუმცა არაფერს აკეთებს ამისთვის, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არაფერს…
სულ ვეუბნები, რომ გააკეთოს ის, რაც მას უნდა და არა ის რაც საზოგადოებას სურს მისგან. ილოს მართლა იმაზე მეტი შეუძლია ვიდრე აკეთებს.
ილო არის საოცარი მამა, ვფიქრობ, ყველა მამა ასეთი უნდა იყოს. ზოგი დედაც კი არ არის ასეთი. ყველაფერს მათ გამო აკეთებს და, მათავარია, რომ მე და ბავშვები ვხედავთ ამას", – ამბობს ანი ბებია.