"ბედნიერი ოჯახი" - მანიკა ასათიანი ოჯახთან ერთად პარიზში მოგზაურობს - Marao

"ბედნიერი ოჯახი" - მანიკა ასათიანი ოჯახთან ერთად პარიზში მოგზაურობს

2023-07-30 11:31:14+04:00

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ახალ ფოტოებს და დასმულ კითხვებსაც ხშირად პასუხობს.

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ მანიკას განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და მის მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.

„ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის გამარჯვებული სწორედ მანიკა ასათიანი გახდა, რომელიც ფასკუნჯის პერსონაჟის უკან იმალებოდა. ამ გამარჯვებამ მას კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და სიყვარული მოუტანა. 

ამჯერად მანიკა ასათიანი მეუღლესთან, ბექა წივწივაძესთან და შვილთან ერთად პარიზში მოგზაურობს, ულამაზეს კადრებს კი გამომწერებსაც უზიარებს.