"ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საოცარი სითბოსთვის, რაც მე თქვენგან მივიღე"- მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის - Marao

"ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საოცარი სითბოსთვის, რაც მე თქვენგან მივიღე"- მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის

2023-07-31 10:41:06+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 39 წლის ასაკში გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა, გარდაცვალების მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია. მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი ბებიის სახელი ჰქვია. 

ირინა საზოგადოებას, ნაცნობებსა თუ უცნობებს, თანადგომისთვის მადლობას უხდის:  

"ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. შეიძლება პასუხი ყველას ვერ გაგეცით, მაგრამ ვნახე სათითაოდ ყველა უცნობისა და ნაცნობის მონაწერი.

კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი საოცარი სითბოსთვის, რაც მე თქვენგან მივიღე. მიყვარხართ!" - წერს ირინა ქიქოძე.