მეგან მარკლის საქციელმა დევიდ ბექჰემი განარისხა - რატომ დასრულდა მათი მრავალწლიანი მეგობრობა - Marao

მეგან მარკლის საქციელმა დევიდ ბექჰემი განარისხა - რატომ დასრულდა მათი მრავალწლიანი მეგობრობა

2023-07-31 11:25:01+04:00

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბექჰემების ახლო მეგობრები იყვნენ - ვარსკვლავური წყვილი პრინცის და მსახიობის ქორწილშიც კი იყო მიწვეული. რამდენჯერმე მეგანი ვიქტორია ბექჰემის კაბითაც გამოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად მათი მეგობრობა დასრულდა. 

დასავლური წყაროების თანახმად, მეგანი ეჭვობდა, რომ დევიდი და ვიქტორია მის შესახებ ინფორმაციას ყვითელ პრესას აწვდიდნენ. მეგანს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებია, მაგრამ დარწმუნდა, რომ ეს ინფორმაცია სწორმა ადამიანებმა მოისმინეს.

ამ ბრალდებამ განსაკუთრებით დევიდი განარისხა. რა თქმა უნდა, ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ყოფილ მსახიობთან და პრინცთან ურთიერთობა შეწყვიტა. შესაძლოა, ამ მიზეზით ჰარი და მეგანი მაიამის საერთაშორისო კლუბის მატჩზე არ მიიწვიეს, რომლისთვისაც ლიონელ მესიმ პირველად ითამაშა.