პრინცესობიდან Style icon-მდე - პრინცესები და ჰერცოგინიები, რომლებიც სტილის სიმბოლოები გახდნენ - Marao

პრინცესობიდან Style icon-მდე - პრინცესები და ჰერცოგინიები, რომლებიც სტილის სიმბოლოები გახდნენ

2023-07-31 11:52:34+04:00

სამეფო ოჯახის წევრი ქალები  ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ არაერთი მიზეზის გამო, მაგრამ დღეისთვის მათ გავლენას განვიხილავთ მოდის ინდუსტრიაზე. 

მსახიობობიდან ნამდვილ პრინცესობამდე - გრეის კელი

 პრინცესას ზღაპარი, რომელიც რეალობად იქცა. საზოგადოების ყურადღება გამოჩენის პირველივე წამიდან მიიქცია და განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მოდის ინდუსტრიაზე. ჰერმესის ნიანგის ტყავის ჩანთა, განსაკუთრებული სიყვარული ხელთათმანებისა და შარფების მიმართ, მარგალიტები - ყოველივე ეს კი "დიორის" ფორმატში. მონაკოს პრინცესას არა მარტო განსაკუთრებული სტილი, არამედ პროპორციის არაჩვეულებრივი შეგრძნება და თავდაჯერებული და გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა. მისი განსაკუთრებული სტილი დღემდე არის არაერთი ადამიანისა თუ დიზაინერის ინსპირაციის წყარო. 

პრინცესა დიანა

დღემდე ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პრინცესა დიანამ მოდის ინდუსტრიაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია და თავისებური ნიშანიც დატოვა. ის მუდამ თავად წყვეტდა, თუ რა უნდა ჩაეცვა და ხშირად არღვევდა სამეფო პროტოკოლსაც. მიუხედავად ამისა, საზოგადოების აღფრთოვანებას მუდამ იმსახურებდა. პატარა შავი კაბით, რომლითაც ჯონ ტრავოლტასთან ერთად თეთრი სახლის წვეულებაზე იმყოფებოდა,  დიდი ვნებათაღელვა დაიმსახურა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა შავი ფერი ნაკლებად აცვიათ მსგავს საღამოებზე. მან ხომ ასიმეტრია ისევ დააბრუნა მოდაში, კოქტეილის კაბებთან ერთად, დახურული კაბები კი დეკოლტეთი და მოხსნილი ზურგით ჩაანაცვლა. დახვეწილი, ელეგანტური და აკადემიური - მან ახალი სიტყვა თქვა 80-90-იანი წლების მოდის ინდუსტრიაში. 

მოდის ექსპერტი კიკა როჩა ამბობს: „დიანა ყველაფერს თავისებურად აკეთებდა. ბევრს უნდოდა, დამსგავსებოდა  და მისნაირად ჩაეცვა. სწორედ იმ დროს, როდესაც მოდა საკმაოდ მკაცრი იყო, მან ის გაამარტივა და ბევრად საინტერესო გახადა“. 

სტეფანიე 

პრინცესა დიანას გულებისა და სულების დედოფალს, გრეის კელის ქალიშვილის სახით მოდის ინდუსტრიაში საინტერესო კონკურენტი ჰყავდა. სტეფანიაც ხომ, პრინცესას დის მსგავსად, გამოირჩეოდა დახვეწილი, ელეგანტური სტილით. საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო მუშაობა "დიორის" მოდის სახლის მთავარ დიზაინერთან, მარკ ბოანთან, რამაც, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია მის გემოვნებაზე. კოსტიუმები, დიდი ზომის სათვალეები და ჯინსები - ეს ხომ მისი კომფორტის ზონა იყო. 

  

ქეით მიდლტონი 

მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახის წევრი გახდა, ჰერცოგინიას სტილი საგრძნობლად შეიცვალა. მიუხედავად მკაცრი სამეფო ეტიკეტისა, მისი ჩაცმულობა მუდამ გამდიდრებულია თანამედროვე ელემენტებით, რაც მეტ მრავალფეროვნებას სძენს ჰერცოგინიას აკადემიურ ჩაცმულობას. ის ხშირად იქცევს მოდის კრიტიკოსთა ყურადღებას და ყველაზე გემოვნებიანი პრინცესას ტიტულსაც ღირსეულად ატარებს. 

 

მეგან მარკლი 

მას შემდეგ, რაც მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრი გახდა, მისი სტილიც შეიცვალა. წარსული ცხოვრებისა და ახალი იმიჯის თანხვედრით, საინტერესო კომბინაცია მიიღო - დახვეწილი და ელეგანტური. მოდის კრიტიკოსთა ყურადღებაც მალევე დაიმსახურა. ხშირად ვხედავთ პრინცესა დიანას სამოსით ინსპირირებულ ლუქებში. ჰერცოგინია არ უშინდება სიახლეებს, მუდამ ირგებს სამოსს ისე, როგორც ამას პრინცესა დიანა აკეთებდა.

მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ