ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალად ითვლება. ახალგაზრდა მოდელი მრავალშვილიანი დედა, დიასახლისი და პარალელურად, აქტიური ფოტომოდელია. რუსას ცხოვრების გზა საინტერესო დეტალებით არის სავსე, რომლებიც "მარაოს" მკითხველისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
მოდელი და ტელეწამყვანი დღემდე იდეალურ ფორმაშია. რუსა მუდამ თავს უვლის და ფორმაში ყოფნასთან ერთად, სხვა უამრავ საქმეს ასწრებს. რუსა ტელეეკრანებზე უკვე იშვიათად ჩნდება, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას არ წყვეტს და დღემდე რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა.

17 წლის ასაკში რუსამ პირველი სიყვარული იპოვა და მალევე გათხოვდა. მისი რჩეული არჩილ სახვაძე იყო. რუსამ დაოჯახების შემდეგ სამხატვრო აკადემია დაასრულა და პირველი შვილის დედაც გახდა. არჩილსა და რუსას თაზო შეეძინათ, რამდენიმე წელში კი ნასტიაც გაჩნდა.
ჩაჩუას მეორე მეუღლე კომპანია "კაპიტალ ვოსტოკის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დიმა ნაფეტვარიძე გახდა. დიმა და რუსა 2014 წლიდან ერთად ცხოვრობენ და მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

ამჯერად რუსა უფროს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.