"ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება - ის საკუთარი თავის შექმნაა" - ბერნარდ შოუს გამონათქვამები, რომლებიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ - Marao

"ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება - ის საკუთარი თავის შექმნაა" - ბერნარდ შოუს გამონათქვამები, რომლებიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ

2023-08-05 18:30:40+04:00

ჯორჯ ბერნარდ შოუ, ირლანდიელი დრამატურგი, კრიტიკოსი და პოლემიკისო, ცნობილი იყო თავისი ბასრი ენით, გონიერებით, სიბრძნით, პატიოსნებითა და გამჭრიახობით. ჰქონდა შესანიშნავი უნარი რთული იდეები ლაკონიურ და დასამახსოვრებელ ციტატებად გადაექცია.

 

  • გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.

 

  • ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.

 

  • ვისაც საკუთარი გონების შეცვლა არ შეუძლია, ვერც ვერაფერს შეცვლის.

 

  • ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება - ის საკუთარი თავის შექმნაა.

 

  • რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?!

 

  • ღორს არასდროს ეჭიდაო. ორივე გაისვრებით - ღორს კი ეს მოსწონს.

 

  • სიგარეტი - ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი.

 

  • ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა - სხვებს ასწავლის.

 

  • შიშის მონობა - ყველაზე უარესი მონობაა.

 

  • მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია - იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის.

 

  • არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია.

 

  • რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ, წესით, ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?!