ოდრი ჰეპბერნი უამრავი ადამიანისათვის კვლავ სტილისა და სილამაზის ხატად რჩება და ძალიან ბევრ ქალს შთაგონებას აძლევს. იგი გულშემატკივრებს არა მხოლოდ დახვეწილი გარეგნობისა და შესანიშნავი ფიგურის გამო, არამედ სიკეთისა და კარგი ადამიანობის გამო უყვარდათ. ოდრიმ სიცოცხლის ბევრი წელი ქველმოქმედებას მიუძღვნა, კარგად ესმოდა ადამიანების ტკივილის და ცდილობდა, საკუთარი არსებობით სხვები გაემხნევებინა და მოტივაცია მიეცა. დღეს გამორჩეული მსახიობისა და სტილის ხატის რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაზას გაგიზიარებთ, რომლებიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს:
- "როცა დაბერდები, მიხვდები, რომ ორი ხელი გაქვს: ერთი საკუთარი თავის დასახმარებლად, მეორე კი - სხვების დასახმარებლად."
- "ქალის სილამაზე ტანსაცმელში, ფიგურასა და ვარცხნილობაში არ არის, ის თვალებშია. თვალები გულისკენ მიმავალი კარიბჭეა, სადაც სიყვარული ცხოვრობს."
- "ცხოვრება მუზეუმში შესვლას ჰგავს. რეალურად მხოლოდ მაშინ ვიწყებთ რაღაცების გაცნობიერებას, როცა რაიმეს ვნახავთ და დავაკვირდებით. გახსოვდეთ, ყველაფერი ერთდროულად არ მიიღება."
- "კოსმეტიკა ადამიანს გარეგნულად ალამაზებს, მაგრამ ის ვერაფერს მიაღწევს, თუ შინაგანად მახინჯი ხარ."
- "ადამიანს მაშინ უფრო უკეთ შეაფასებთ, როცა დააკვირდებით, როგორ საუბრობს სხვებზე, ვიდრე მაშინ, თუ რას ამბობენ სხვები მასზე."
წაიკითხეთ სრულად