47 წლის ქეით უინსლეტი ბევრი კოლეგისაგან განსხვავდება, არ აშინებს ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები და არც დადგენილ სტანდარტებზე მორგება სურს; ეწინააღმდეგება პლასტიკურ ქირურგიას და ბუნებრიობას ანიჭებს უპირატესობას.
ქეითი შესანიშნავად გამოიყურება. როგორც თავად აღნიშნავს, ასაკთან ერთად კვებასთან დაკავშირებული ჩვევები მთლიანად შეეცვალა და ახლა უფრო ჯანსაღ ალტერნატივას ანიჭებს უპირატესობას:
"რაც წლები მემატება, მივხვდი, რომ საკუთარ თავს უსარგებლო საკვებისა და ბევრი ალკოჰოლის მიღების უფლება აღარ უნდა მივცე." - აღნიშნავს მსახიობი. ქეითი ყოველდღიურად ვარჯიშობს, დადის სპორტდარბაზში, ხშირად სეირნობს და ფიზიკურად აქტიურია. მიმართავს იოგასა და პილატესს.

საინტერესო დეტალია ის, რომ უინსლეტს ცივ წყალში ბანაობა უყვარს. იგი ამბობს, რომ ცივი შხაპის მიღება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და ზოგადად, გაჯანსაღებაში, სტრესის მოხსნაში ეხმარება.
მის რაციონში ბევრი ხილი, ბოსტნეული და მრავალფეროვანი სალათებია.
