სუპერვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა ასობით დამხმარე პერსონალს საკუთარი ბიუჯეტიდან 50 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა. ერას ტურის ამერიკული ნაწილის დასრულება მან ამ ფორმით აღნიშნა.
CNN-თან საუბრისას სატვირთო კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელიც ამ ტურის ფარგლებში იყო დასაქმებული, აღნიშნა, რომ ეს დაუჯერებელი სიურპრიზი იყო:
"სტანდარტული ბონუსი დაახლოებით $5000-ს შეადგენს. ამიტომ ამ რაოდენობის თანხა ჩვენთვის დაუჯერებელი იყო. ეს მძღოლები მუდმივად გზაში არიან. მათ დღის განმავლობაში სძინავთ და ღამე მუშაობენ.
ტეილორის ტურისთვის მძღოლებს სახლისა და ოჯახის დატოვება 24 კვირით მოუწიათ. ეს თანხა მათ ბინის ყიდვის ან შვილისთვის უნივერსიტეტის გადასახადის დაფარვის საშუალებასაც კი აძლევს", — აღნიშნავდა ის.
ტეილორისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
2021 წლის მარტში სვიფტმა $50,000 გაიღო ოჯახის მხარდასაჭერად, რომლის მამაც Covid-19-ით გარდაიცვალა. სვიფტმა ასევე შესწირა $13,000 GoFundMe-ს, რომელიც მხარს უჭერს მარტოხელა დედებს.

2020 წლის მარტში მომღერალმა 1 მილიონი აშშ დოლარი შესწირა შუა ტენესის სასწრაფო დახმარების ფონდს, რათა ტორნადოს შედეგად დანგრეული სახლების აშენებაში დახმარებოდა.
2015 წელს 50,000 აშშ დოლარი შესწირა ნიუ-იორკის საჯარო სკოლებს, მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ მისი სინგლიდან „Welcome to New York“ შემოსავალს ქალაქის განათლების დეპარტამენტს გადასცემდა.
პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი აშშ-ში ერას ტურის ბოლო შოუს 9 აგვისტოს გამართავს. ამის შემდეგ მომღერალი ტურნეს სამხრეთ ამერიკასა და სხვა კონტინენტებზე გააგრძელებს.